ლაზერული მკურნალობა
თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებმა მნიშვნელოვნად შეცვალა მკურნალობის მიდგომები მედიცინის სხვადასხვა დარგში. ბევრ შემთხვევაში ტრადიციული ქირურგიის ნაცვლად დღეს მინიმალურად ინვაზიური მეთოდები გამოიყენება. საქართველო-ისრაელის სამედიცინო ცენტრი GI Rimon ლაზერულ მკურნალობაში თანამედროვე სისტემებს იყენებს. კლინიკა ისრაელის სამედიცინო გამოცდილებას ეყრდნობა, ხოლო ფასები ქართულ ბაზარზეა მორგებული. კლინიკა 5 წელზე მეტია წარმატებით საქმიანობს და მუშაობის „ბუტიკ“ მოდელს ეფუძნება, ამიტომ მას როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი პაციენტები ენდობიან.
კლინიკაში ქართველი სპეციალისტები და ისრაელელი კონსულტანტები მუშაობენ, რაც თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალური მიდგომის შემუშავების საშუალებას იძლევა. კლინიკის საქმიანობა შეესაბამება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნებს, ამასთან, სამედიცინო პრაქტიკაში ვითვალისწინებთ ESHRE-ის რეკომენდაციებს. აქ ერთად არის წარმოდგენილი თანამედროვე დიაგნოსტიკა და ლაზერული ტექნოლოგიები. აღდგენითი გინეკოლოგიური თერაპიის, პროქტოლოგიური პრობლემების მოგვარებისა თუ ტკივილის მართვისას ექიმები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ პაციენტის უსაფრთხოებას, კომფორტსა და ხანგრძლივ შედეგს.
გინეკოლოგიური ლაზერული მკურნალობა
გინეკოლოგიური ლაზერული პროცედურები ინტიმური ჯანმრთელობისა და კომფორტის აღდგენის ნაზი, არაქირურგიული მეთოდია. პროცედურა არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას ან ღრმა სედაციას. ერბიუმის ან Nd:YAG ლაზერული აპარატების თერმული ენერგია ლორწოვან ქსოვილში კოლაგენის გამომუშავებას ასტიმულირებს. შედეგად უმჯობესდება სისხლმომარაგება, იზრდება ქსოვილის ელასტიურობა და აღდგება მისი ბუნებრივი ფუნქცია. ამასთან, მიმდებარე ორგანოები არ ზიანდება.
მკურნალობის დაწყებამდე ექიმი ატარებს კლინიკურ გასინჯვას და ეცნობა პაციენტის სამედიცინო ისტორიას. ეს აუცილებელია უსაფრთხოებისთვის და მკურნალობის ინდივიდუალური გეგმის შესადგენად. დიაგნოზის მიხედვით, გინეკოლოგიური ლაზერული მკურნალობა გამოიყენება როგორც ქრონიკული, ისე მწვავე მდგომარეობების დროს, მათ შორის:
- ვაგინის სიმშრალის, მოდუნებისა და შარდის მსუბუქი შეუკავებლობის მკურნალობა
- სკლეროზული ლიქენის თერაპია
- შარდის სტრესული შეუკავებლობა და შარდის ბუშტის ჰიპერაქტიურობა
- ქრონიკული ცისტიტი და ვაგინის კედლების დაწევა (პროლაფსი)
- ვულვის ნეოპლაზიის, კონდილომებისა და ადამიანის პაპილომავირუსთან (HPV) დაკავშირებული დაზიანებების მკურნალობა
- საშვილოსნოს ყელის დისპლაზია და ატროფიული ვაგინიტი
- ენდომეტრიტი თხელი ენდომეტრიუმით და ქრონიკული ენდომეტრიტი
ესთეტიკური გინეკოლოგიური ლაზერული პროცედურები
ესთეტიკური გინეკოლოგიის მიზანია ინტიმური ზონის ფუნქციისა და სტრუქტურის აღდგენა, ქსოვილების ტონუსისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. მშობიარობის, ჰორმონული ცვლილებების ან ასაკის გამო ვაგინის ქსოვილი შეიძლება მოდუნდეს ან ელასტიურობა დაკარგოს. ესთეტიკური ლაზერული პროცედურები ქსოვილებს ქირურგიული ჩარევის გარეშე აჭიმავს და მათ ტონუსს აუმჯობესებს. სეანსები ხანმოკლეა და არ საჭიროებს ანესთეზიას ან აღდგენის პერიოდს.
- ვაგინის გაახალგაზრდავება (მშობიარობის შემდეგ ან მენოპაუზის დროს)
- ვაგინის მოცულობის შემცირება და ლაბიოპლასტიკა
- ქსოვილების ტონუსის გაუმჯობესება
- სწრაფი ამბულატორიული პროცედურები ანესთეზიის გარეშე
- ცხოვრების ხარისხისა და ინტიმური ცხოვრების გაუმჯობესება
ზოგ შემთხვევაში ესთეტიკური გინეკოლოგია უნაყოფობის მკურნალობასთან ერთად ინიშნება, რადგან მას მცირე მენჯის ორგანოების მდგომარეობის გაუმჯობესებაც შეუძლია. ინ ვიტრო განაყოფიერების (IVF), ICSI-ის ან ბლასტოცისტის გადატანის პროგრამაში ჩართული პაციენტებისთვის ენდომეტრიუმისა და ქსოვილების კარგი მდგომარეობა წარმატების შანსს ზრდის. სუროგაციის პროგრამები ხელმისაწვდომია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოში ამ მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ დაქორწინებულ წყვილებს, რომლებიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებენ, ხოლო სასომხეთში ჩვენი ფილიალი სუროგაციის პროგრამებს მარტოხელა პაციენტებსაც სთავაზობს.
ხვრინვა და ძილის აპნოე (NightLase®)
ხვრინვა და ობსტრუქციული ძილის აპნოე ძილის ხარისხს მნიშვნელოვნად აუარესებს და გულ-სისხლძარღვთა სისტემაზეც უარყოფითად მოქმედებს. NightLase® დაპატენტებული არაინვაზიური ლაზერული პროცედურაა, რომელიც სასუნთქი გზების რბილ ქსოვილებზე ნაზი ზემოქმედებით ძილის ხარისხს აუმჯობესებს.
როგორ მუშაობს NightLase™?
NightLase™ ლაზერის ენერგია ნაზად მოქმედებს ყელის ლორწოვან ქსოვილებზე, მათ შორის რბილ სასაზე, ნაქზე და მიმდებარე უბნებზე. კონტროლირებადი თერმული ზემოქმედება ასტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას და აჭიმავს ქსოვილს. შედეგად სასუნთქი გზები თავისუფლდება, ხვრინვა და მსუბუქი ძილის აპნოეს სიმპტომები კი მცირდება.
- არაინვაზიური: პროცედურა არ საჭიროებს ნემსებს, ქირურგიულ ჩარევას, სედაციას ან ანესთეზიას.
- სწრაფი სეანსები: თითოეული ამბულატორიული სეანსი მხოლოდ 30 წუთს გრძელდება.
- უმტკივნეულო და კომფორტული: პაციენტების უმეტესობა პროცედურის დროს და მის შემდეგ დისკომფორტს არ გრძნობს.
- აღდგენის პერიოდის გარეშე: ხანგრძლივი აღდგენა საჭირო არ არის, ამიტომ პაციენტები ჩვეულ საქმიანობას მაშინვე უბრუნდებიან.
- ეფექტიანი და უსაფრთხო: მეთოდის ეფექტიანობა კლინიკურად არის დადასტურებული, რაც გულისხმობს სასუნთქი გზების სტაბილურობისა და ძილის ხარისხის ხანგრძლივ გაუმჯობესებას.
ვისთვის არის განკუთვნილი:
NightLase® ლაზერული თერაპია კარგი არჩევანია მათთვის, ვისაც ხვრინვის პრობლემის მოგვარება ქირურგიული ჩარევის გარეშე სურს. პროცედურა განსაკუთრებით გამოადგებათ:
- ქრონიკულად ხვრინავ ადამიანებს, რომლებსაც მშვიდი, სრულფასოვანი ძილი სურთ
- პაციენტებს, რომლებსაც მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის ძილის აპნოე აქვთ დიაგნოსტირებული
- პაციენტებს, რომლებიც CPAP აპარატის ან ინვაზიური ოპერაციის კომფორტულ ალტერნატივას ეძებენ
- პარტნიორებს, რომლებსაც მშვიდი, წყნარი ღამეები მოენატრათ
რატომ ჩვენ:
GI Rimon სამედიცინო პროფესიონალიზმსა და უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს ეყრდნობა, რათა საქართველოში პაციენტებს ხარისხიანი მომსახურება შესთავაზოს:
- FDA-ისა და CE-ის მიერ დამტკიცებული თანამედროვე ლაზერული სისტემები (მათ შორის ერბიუმის და Nd:YAG ლაზერული აპარატები)
- გამოცდილი ექიმები და სპეციალისტები მედიცინის სხვადასხვა დარგში
- ინდივიდუალური და კონფიდენციალური მიდგომა, პაციენტის სამედიცინო ისტორიის გათვალისწინებით
- სწრაფი აღდგენა თანამედროვე ამბულატორიულ კლინიკაში, ჰოსპიტალიზაციის გარეშე
- სტაბილური, ხანგრძლივი შედეგი და კმაყოფილი პაციენტები
- შესაფერისია როგორც ქალებისთვის, ისე მამაკაცებისთვის, რომლებიც არაინვაზიურ მკურნალობას ეძებენ
- კომფორტული, თანამედროვე გარემო, მოქნილი განრიგი და ვიზიტზე სწრაფი ჩაწერა
- მრავალენოვანი გუნდი, რომელიც უცხოელ პაციენტებს ყოველ ეტაპზე ეხმარება
რეკომენდებული კურსი: სტანდარტული გეგმა, როგორც წესი, 3 სეანსს მოიცავს, რომლებიც 6 კვირის განმავლობაში ტარდება. საჭიროების შემთხვევაში, ხანგრძლივი ეფექტის შესანარჩუნებლად შესაძლებელია წელიწადში ერთხელ შემანარჩუნებელი სეანსის ჩატარება.
ხშირად დასმული კითხვები
ახლავს თუ არა გინეკოლოგიურ ან პროქტოლოგიურ ლაზერულ მკურნალობას სერიოზული გვერდითი ეფექტები ან რისკები?
ლაზერული პროცედურები უსაფრთხოა, როცა მათ კვალიფიციური სპეციალისტი დამტკიცებული სამედიცინო აპარატებით ატარებს. ლაზერი მიმდებარე ქსოვილს მინიმალურად აზიანებს და სისხლძარღვებს მაშინვე ხურავს, ამიტომ ინფექციის, ძლიერი სისხლდენისა და სერიოზული გვერდითი ეფექტების რისკი ძალიან დაბალია. სეანსის შემდეგ პაციენტების უმეტესობა მხოლოდ მსუბუქ სითბოს ან უმნიშვნელო ადგილობრივ მგრძნობელობას გრძნობს, რომელიც მალე გადის.
რამდენი ლაზერული სეანსია საჭირო ხანგრძლივი შედეგისთვის?
სეანსების რაოდენობა დამოკიდებულია დიაგნოზზე, პაციენტის ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობასა და მკურნალობის ინდივიდუალურ გეგმაზე. ბევრი პაციენტი ცვლილებას პირველი ან მეორე სეანსის შემდეგ ამჩნევს. სრული კურსი, როგორც წესი, 3 სეანსს მოიცავს, რომლებიც რამდენიმეკვირიანი ინტერვალით ტარდება. მკურნალობის გრაფიკს ექიმი პირველ კონსულტაციაზე, პაციენტის საჭიროებების გათვალისწინებით ადგენს.
როგორ მოვუაროთ კანს სახის ან ინტიმური ზონის ლაზერული პროცედურის შემდეგ?
ლაზერული ტექნოლოგია არაინვაზიურია, ამიტომ პროცედურის შემდგომი მოვლა მინიმალურია. პაციენტებს ვურჩევთ, პროცედურიდან 48–72 საათის განმავლობაში მოერიდონ გადახურებას, ცხელ აბაზანას, საუნას და ინტენსიურ ფიზიკურ დატვირთვას. კანის სათანადო ჰიგიენა და ექიმთან დაგეგმილი საკონტროლო ვიზიტები ქსოვილის სწორ შეხორცებასა და გართულებების თავიდან აცილებას უწყობს ხელს.
